შპს „ოპტიმალ გრუპ +“, არის დინამიურად განვითარებადუი კომპანია, რომელიც ოპერირებს სამშენებლო და ტექნიკური ინსპექტირების სფეროში. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვაზე.
ამ ეტაპზე კომპანია აფართოვებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სფეროში ზედამხედველობის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური ზედამხედველლების-ინსპექტორების კონტროლი;
- ზედამხედველობის ფარგლებში გაჩენილი პრობლემური საკითხების სხვადასხვა ექსპერტთან/ლაბორატორიასთან გარკვევა;
- შეუსაბამობების კონტროლი/კოორდინაცია/კონსულტაცია;
- ინსპექტორების პერიოდული დაკვირვება ობიექტზე;
- სხვა საკითხები თანამდებობრივი ინსტრუქციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა: მშენებელი ინჟინერი;
- სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა;
დამატებითი მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში სამუშაო გამოცდილება 10 წელი ან მეტი ;
- მშენებელ-ინჟინერი მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული;
- კომპიუტერური პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი:სრული;
- ანაზღაურება: 3000 ლარი (NET)
გთხოვთ, გამოგზავნოთ CVფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Optimalgroup.hr@gmail.com და სათაურის(Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!