• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი

გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის  სპეციალისტი

გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.

დამსაქმებელი კომპანია: შპს კავკასიის ეკოსისტემა - www.cesystem.ge  (ძირითადი დამსაქმებელი) www.orkin.ge 

ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge   

პირობები და სხვა დეტალები:

  • გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება/პირობები: რეზიუმეს, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71.

გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა

აღწერილობა და პასუხისმგებლობები:

  • პოტენციურ მყიდველებთან ზარები,შეთავაზების გაგზავნა და შემდეგი მოკითხვა შეხსენება მეილის და ზეპირი კომუნიკაციით
  • გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა, გადამოწმება;
  • გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან გადაგზავნა;
  • პროსპექტინგი (პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა)
  • გაყიდვების, შეთავაზებების ფაილის წარმოება (Sales Pipeline დღიურის წარმოება).
  • შემოსული მომართვების/ზარების/რეფერალების დამუშავება და მათზე რეგირება;
  • დებიტორებთან ურთიერთობა საჭიროების შესაბამისად;
  • სასაქონლო-სარეალიზაციო მარაგების ბაზის კონტროლი;
  • გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
  • წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ მისი კონტროლი;
  • პროდუქტის კატალოგზე, აღწერილობაზე და განფასებაზე მუშაობა;
  • შემოსავლის ბაზაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარება ბუღალტერიასთან;
  • არსებულ რეგულარულ მყიდველებთან ურთიერთობა;
  • ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) სათანადო ცოდნა
  • სასურველია მინიმალური (დამწყები) გამოცდილება რელევანტურ სფეროში
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურებრივად წარმოშობილ  კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს;
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდა უნდოდეს რომ მოისმინოს, გაუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge  (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2026 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip