• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალი ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის ოპერაციების სიზუსტესა და ეფექტიანობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაციის ჩატარება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში სრულყოფილი და დროული ასახვა;
  • პროგრამულ და ფაქტობრივ სასაქონლო ნაშთებს შორის სხვაობების იდენტიფიცირება და ანალიზი;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პერიოდული ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა ფუნქციური დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია 1C და Excel);

პიროვნული კომპეტენციები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

პირობები:

ანაზღაურება: 1500 ლარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00 შაბათი: 10:00 – 15:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, აბელ ენუქიძის ქ. N7;

კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტირება;

ჯანმრთელობის დაზღვევა / FITPASS;

„ბიბლუსისა“ და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ფასდაკლების ბარათები;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge  Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე  591 941 078

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა,  მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე:  ani.khabeishvili@logistica.ge 

გისურვებთ წარმატებას!

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2026 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip