Bestservice აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო სააათები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00. ერთ საათიანი შესვენებით.
ანაზღაურება: 1500+ საბონუსე სისტემა.
ეს საქმე შენთვის საინტერესო იქნება:
- თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
- გსურს საზოგადოებას გაუმარტივო ყოველდღიურობა.
- ხარ მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
საქმე რომლებშიც გვჭირდება შენი დახმარება:
- ახალი მისამართების მოძიება და სატელეფონო გამოკითხვა. მოსახლეობისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება არსებულ სერვისებზე.
- კომუნიკაცია კორპუსების მოსახლეობასთან. მათთან მოლაპარაკებების წარმოება.
- კორპუსის ხარჯებზე, სერვისებზე და მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით ყოველთვიური გადასახადის კალკულაცია;
- საჭიროების შემთხვევაში სამეზობლოსთან კრების დაგეგმა და კრების ჩატარება.
- საჭიროების შემთხვევაში მისამართზე ვიზიტი და მოსახლეობის გამოკითხვა
გამოცდილება რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:
- აუცილებელია 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
- მინიმუმ 1-2 წლია გამოცდილება გაყიდვების ჯგუფის მართვაში.
- სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია google drive ან საოფისე პროგრამების ცოდნა.
- უპირატესობა მიენიჭება P2P გაყიდვებში და სამშენებლო კომპანიებში მუშაობის გამოცდიელბას.
პიროვნული თვისებები რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:
- ორგანიზებულობა,
- პუნქტუალურობა,
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებული,
- პროცესების სწორად დაგეგმა.
თუ გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც შეგიძლია და გსურს მაშინ, გამოგზავნე შენი რეზიუმე ჩვენს ელფოსტაზე info@bestservice.ge სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების ჩაწერა არდაგავიწყდეს.
აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)ს და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული წესითა და ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შენი კანდიდატურის გამოცხადებულ ვაკანსიასთან თავსებადობის დადგენას.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის.
BESTSERVICE-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.