• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ბარისტა ან ბარისტას დამხმარე

 ბარისტა  ან ბარისტას დამხმარე

VICEVERSA აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა  ან ბარისტას დამხმარე

მდებარეობა: თბილისი, ვაკე, აბაშიძის 29

გამოცდილება: სასურველია.

განაკვეთი: 08:30 -15:30 მდე ან 15:30-22:00 მდე;

კვირაში 5 სამუშაო დღე;

ანაზღაურება:  ბარისტა  900-1200 ლარი
                            დამხმარე   700-800 ლარი

                            სტაჟირება         500 ლარი

კვება: 30% ფასდაკლება წარმოებულ პროდუქციაზე;

განათლება: ბაკალავრი ან საშუალო.

უპირატესი მოთხოვნა

        - ლოგიკური აზროვნება.

        - კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები.

        - ესთეტიური იერი.
        - სტუმართან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და  მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა.
         -კლასიკური ყავის სასმისების სწავლაზე ორიენტირებული

ბარისტა (Barista) – ძირითადი მოვალეობები:

  1.   ყავის ცხელი/ცივი სასმელების მომზადება – ესპრესოს, კაპუჩინოს, ლატეს  და სხვა სასმელების მკაცრად განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით.
  2. მეგობრული და პროფესიონალური ურთიერთობა მომხმარებლებთან, შეკვეთების მიღება, რეკომენდაციების გაწევა.
  3. გადახდის პროცესის მართვა – სალარო აპარატთან მუშაობა თანხის მიღება და ბალანსის კონტროლი.
  4.  სამუშაო ადგილის სისუფთავის უზრუნველყოფა – ყავის მანქანის, სამუშაო მაგიდის, ჭურჭლისა და საერთო სივრცის სისუფთავის დაცვა და კონტროლი
  5. როდუქტების მართვა – ინგრედიენტების რაოდენობის კონტროლი, მარაგების შევსება, ვადების გადამოწმება.
  6.    ყავის მანქანებისა და აღჭურვილობის მოვლა – ყოველდღიური წმენდა და ტექნიკური წესების დაცვა.
  7. მენიუს ცოდნა და შეთავაზება – სასმელებისა და დამატებითი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობა და შეთავაზება მომხმარებლებისთვის.

ბარისტას დამხმარე (Barista Assistant) – ძირითადი მოვალეობები:

  1. გადახდის პროცესის მართვა – სალარო აპარატთან მუშაობა თანხის მიღება და ბალანსის შენარჩუნება.
  2. ბარისტას მხარდაჭერა სასმელების მომზადებაში – ინგრედიენტების მომზადება, თასებისა და ჭურჭლის გამზადება.
  3. სისუფთავის უზრუნველყოფა – მაგიდების და სამზარეულოს ზონის მოწესრიგება, ჭურჭლის რეცხვა.
  4. მარაგების შევსება და პროდუქტების მოწესრიგება – ყავის მარცვლის, რძის, შაქრისა და სხვა პროდუქტების შევსება საჭიროებისამებრ.
  5. მომხმარებელთან მომსახურების პროცესში დახმარება – შეკვეთების მიტანა მაგიდასთან, წყლის შეთავაზება, შეკვეთის დეტალების დაზუსტება.
  6. ყავის მანქანისა და ბარის აღჭურვილობის წმენდა – ბარისტასთან ერთად ტექნიკის მოვლა.
  7. სწრაფი და ორგანიზებული მოქმედება პიკის საათებში – დროის ეფექტური მართვა და ბარისტასთან კარგი კოორდინაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათით CV,  მეილზე: 2016viceversa@gmail.com ან დაგვიკავშირდით VIBER/WHATSAPP : 579054270 / 595286868

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip