შპს მისობერმელი / ბერმელი აცხადებს ვაკანსიას აუდიტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებისა და ექსელის (Vlookup, Hlookup, Lookup, indirect, match.) მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარები:
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
- რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
- გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
- დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
- თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
- პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
- სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
- კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინისამუშაოკვირა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, მინიმალური ხელფასი 2500 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300 გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომთქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიომო თხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნა სსხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახული ქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთაღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.