• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ბანქოს მჩეხავი

ბანქოს მჩეხავი

Proxy Live Solutions™ არის დინამიურად განვითარებადი ლაივ-გეიმინგ სტუდია, რომელსაც საქართველოში მასშტაბური ზრდის გეგმები აქვს.

პროქსიში მუდმივად ვვითარდებით და ვიზრდებით ახალ ტალანტებთან ერთად. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომლებიც გვქმნის ერთიან სტუდიად. Proxy Live Solutions™ გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ კრეატიულ და სწრაფად მზარდ გარემოში პროფესიონალ გუნდთან ერთად.

პოზიცია: ბანქოს მჩეხავი

თუ ხარ ენთუზიაზმით სავსე და კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც ახალ კარიერულ შესაძლებლობას ეძებს, მაშინ სწორ ადგილას ხარ. დასაქმდი ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნება იმუშაო მხიარულ და ენერგიულ გარემოში, მიიღო კონკურენტული ანაზღაურება და გქონდეს შენზე მორგებული გრაფიკი.

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის - ანაზღაურებადი სრულფასოვანი ტრენინგი უზრუნველყოფილია
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ქართული ენის კარგი ცოდნა
  • ყოველდღიური პროცედურების სწორად შესრულების უნარი
  • კომპიუტერის საბაზისო ცოდნა
  • აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი

რას შემოიტანთ კომპანიაში:

  • ენთუზიაზმს
  • პროფესიონალიზმს - კამერასთან და კამერის მიღმა
  • დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებასა და სიზუსტეს

რას ველოდებით თქვენგან

  • ყოველთვის ენერგიული და ჩართული - მაღალი დონის შესრულება თამაშიდან თამაშამდე
  • ბანქოს არევა და შეცვლა კომპანიის პროცედურების მიხედვით
  • ბანქოს დათვლა და დახარისხება შესაბამისი პროცედურების მიხედვით
  • ტრენინგებზე / ვორქშოფებზე / შეხვედრებზე დასწრება და კომპანიის წესებისა და პროცედურების დაცვა

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ყოველთვიური საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ
  • Fit Pass
  • კორპორატიული ფასდაკლების ბარათი
  • ანაზღაურებადი ტრენინგები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ
  • ანაზღაურებადი შესვენებები
  • უფასო სასმელები და ხილი ოფისში
  • რეფერალური პროგრამა
  • მოქნილი გრაფიკი, 3 სახის ცვლა

თუ მზად ხართ შეუერთდეთ მიზანდასახულ და მოტივირებულ ადამიანთა გუნდს, რომლებიც მზად არიან რეალური ცვლილებების შესაქმნელად, მაშინ თქვენი ადგილი პროქსიშია.

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: careers@proxylivesolutions.com 

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2026 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip