• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ცვლის ლიდერი

ცვლის ლიდერი

ვინ ვართ ჩვენ?

სასტუმრო ეპიზოდი შექმნილი აენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არამხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას.  სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრულია დაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს ,ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ცვლის ლიდერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)

ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ფასდაკლება სასტუმროს სერვისებზე

ფუნქციები და მოვალეობები:

  • გუნდის წევრების მუშაობის და შინაგანაწესის დაცვის მუდმივი მონიტორინგი და დგენილი სტანდარტების მიხედვით და შესაბამისი უკუკავშირის მიცემა;
  • ცვლის განმავლობაში პროცესების გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს სამართავ პროგრამებში მიმდინარე დავალებებისა და ოპერაციების ხარისხიანად და დროულად შესრულების მონიტორინგი და უკუკავშირის მიცემა;
  • ახალი თანამშრომლების დატრენინგება კომპანიის სამუშაო სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრების საჩივრებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება და აღნიშნული ინფორმაციის რეპორტინგი;
  • სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი;
  • თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა;
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების ოპტიმიზაცია;
  • აღწერა და ინვენტარიზაცია, სათავსოების ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
  • ინგლისური ენა B2;

სასტუმრო ეპიზოდი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. ჩვენთან მუშაობით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააკვირდეთ, მიიღოთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვან იუნარ-ჩვევები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@episodehotels.com  და სათაურის ველში მიუთითონ „ცვლის ლიდერი“

ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება  მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს „Episode Hotels“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას.

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2026 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip