• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

მთავარი ბუღალტერი

დასახელება: მთავარი ბუღალტერი

მომწოდებელი: CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATIONS BRANCH IN GEORGIA

ვაკანსია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციაში არსებული საბუღალტრო ოპერაციების შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • არსებული შემოსავლების და გასავალი თანხების მონიტორინგი საბანკოა ნგარიშზე;
  • მარაგების აღრიცხვის, ნაშთების კონტროლის, დამატებითი ხარჯების სწორად გადანაწილების მონიტორინგი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვის, გატარებების განხორციელების კონტროლი და შესაბამისი აქტების საფუძველზე დროული ჩამოწერის უზრუნველყოფა თვის ჭრილში;
  • საგადასახადო დეკლარაციების წარმოების სრული ციკლის უზრუნველყოფა;
  • ფინანსური ანგარიშგებებისთვის ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • პოზიციასთან დაკავშირებით სხვა ტიპის დოკუმენტაციისა და ფუნქცია-მოვალეობის შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა კარგ  საკომუნიკაციო დონეზე (B2)
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • IFRS სტანდრტების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთ) წლიანი გამოცდილება,აუცილებელი მოთხოვნაა სამშენებლო,საგზაო ან ინფრასტრუქტურულ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება
  • აუილებელი მოთხოვნაა პირველ ან მეორე კატეგორიის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ცოდნა; განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა
  • საბუღალტრო  პროგრამა Oris-ის ცოდნა, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება Oris Manager-ის ცოდნას.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; დასვენების დღე: შაბათ-კვირა 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ალექსანდრე იოსელიანის N34

ანაზღაურება: 5000 ლარი ხელზე და ზევით, გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: b_shavishvili@yahoo.com

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip