• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

საკრედიტო ოფიცერი ქ. თბილისში

საკრედიტო ოფიცერი ქ. თბილისში

შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ.თბილისში

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის  მიმართულებით;

ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;

აუცილებელია საოფისე პროგრამების  ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”).

ძირითადი  მოვალეობები:

ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;

პოტენციური მომხმარებლების მოძიება;

არსებული და  პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;

განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;

მიღებული ინფორმაციის ანალიზი;

სესხის უზრუნველყოფის შეფასება;

დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;

მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;

გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;

მომხმარებლების მიერ გრაფიკის  შესაბამისად  გადახდების განხორციელების კონტროლი;

ვადაგადაცილებულ სესხებზე  მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;

საკრედიტო პორტფელის  ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;

საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

პიროვნული თვისებები:

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;

გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;

პირადიდა კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;

პრიორიტეტებისგან საზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დეტალებზე ორიენტირებულობა;

კონფლიქტურიდა კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge   

ან დაგვიკავშირდით   +995 568 700 300,  

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.

გისურვებთ წარმატებას!

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip