• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი

უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი

ზოგადი აღწერა

  • პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი
  • სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00)
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. #14ა
  • ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი
  • რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი

ფუნქცია – მოვალეობები

  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიზნეს პროცედურების შემუშავება და მათი განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ისთვის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების და მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამოტივაციო სისტემის შექმნაში ჩართულობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად.
  • ბიზნესის მიზნებიდან და კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაქვემდებარებული განყოფილების მიმართულებით ანალიტიკის წარმოება და ანგარიშგება.
  • არსებული უსაფრთხოების ზომების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში განახლება და კომპანიის მენეჯმენტის ინფორმირება.
  • უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფინანსური უსაფრთხოების პოლიტიკას.
  • კომპანიის უსაფრთხოების, ფინანსური დანაშაულის აღკვეთისა და შიდა კონტროლზე ორიენტირებული პროცესების დაგეგმვა და მათი აღსრულების უზრუნველყოფა.
  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა, უსაფრთხოების პოტენციური რისკების იდენტიფიცირებისთვის და აღმოფხვრისთვის, დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
  • კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • ნებისმიერი ფიზიკური ან ფინანსური ინციდენტის აღმოჩენისას, საკითხში ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და პრობლემის გადაჭრა.
  • კომპანიის ობიექტებზე კანონდარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია და საქმისთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალლიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება.
  • უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • MS Office პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.

რას მიიღებთ “ვილმარტში” დასაქმებით?

  • მიიღებთ საინტერესო ბენეფიტების პაკეტს.
  • თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამას, რაც მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი ატმოსფერო სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@willmart.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip