ზოგადი აღწერა
- პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი
- სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00)
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. #14ა
- ანაზღაურება: 2000 ლარი
ფუნქცია – მოვალეობები
- დაქვემდებარებული განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული განყოფილების ბიზნეს პროცედურების შემუშავება და მათი განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული განყოფილების სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
- დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ისთვის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების და მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი.
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება.
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამოტივაციო სისტემის შექმნაში ჩართულობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად.
- ბიზნესის მიზნებიდან და კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაქვემდებარებული განყოფილების მიმართულებით ანალიტიკის წარმოება და ანგარიშგება.
- მძღოლ-დისტრიბუტორებისთვის ყოველდღიური, ხარჯეფექტური მარშრუტის (მოძრაობის განრიგები) კოორდინაცია და მარშრუტის შესაბამისად მათი გადაადგილების კონტროლი.
- შენობა ნაგებობაში სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობა და პროდუქტის უსაფრთხოდ შესანახად შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
- საწყობის ტერიტორიაზე არსებული აღჭურვილობების (დახლი, დახლმაცივარი, ურიკა, ამწე და სხვ.) და ძირითადი საშუალებების გამართულობის კონტროლი, საჭროების შემთხვევაში მათი შეკეთების ან/და ყიდვის მოთხოვნა ადმინისტრაციულ განყოფილებასთან.
- საწყობში დასაქმებული თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
- დისტრიბუციის მანქანებისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა და ავტომანქანების მოწესრიგებულად გადაადგილების/დგომის უზრუნველყოფა.
- დისტრიბუციის მანქანების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთების ან/და ყიდვის მოთხოვნა ადმინისტრაციულ განყოფილებასთან.
- ადმინისტრაციული განყოფილებისგან საწვავის ტალონების მიღება და დისტრიბუციის მანქანებზე განაწილება.
- საწვავის ხარჯვის კონტროლი, ანალიზი და ხარჯვის შესაბამისად ახალი ტალონების შესყიდვის მოთხოვნა.
- საწყობში პროდუქციის ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფა.
- იმპორტით შესყიდული საქონლის ტერმინალზე შემოსვლისას მისი ტერმინალიდან საწყობის ტერიტორიაზე მოტანის უზრუნველყოფა.
- საჭიროების და გაუთვალისწინებელ შემთხვევაში მომწოდებლის საწყობიდან პროდუქციის წამოღების უზრუნველყოფა.
- კომპანიის სხვა ობიექტებზე (სავაჭრო ობიექტები, წარმოების ობიექტები) პროდუქციის მიტანისას წარმოქნილ გაურკვევლობისას ჩართულობა, გაურკვევლობის მოკვლევა და პრობლემის აღმოფხვრა.
საკვალლიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მათთან მომიჯნავე მიმართულებით.
- საწყობის მენეჯერის, ავტოპარკის მენეჯერის ან ლოგისტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- MS Office პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
რას მიიღებთ “ვილმარტში” დასაქმებით?
- მიიღებთ საინტერესო ბენეფიტების პაკეტს.
- თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამას, რაც მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი ატმოსფერო სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@willmart.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!