ზოგადი აღწერა
- პოზიციის დასახელება: გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
- სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00)
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. #14ა
- ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი
ფუნქცია – მოვალეობები
- დაქვემდებარებული განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული განყოფილების ბიზნეს პროცედურების შემუშავება და მათი განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული განყოფილების სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
- დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ისთვის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების და მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი.
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება.
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამოტივაციო სისტემის შექმნაში ჩართულობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად.
- ბიზნესის მიზნებიდან და კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაქვემდებარებული განყოფილების მიმართულებით ანალიტიკის წარმოება და ანგარიშგება.
- გაყიდვების ანალიტიკის წარმოება და მასზე დაყრდნობით გაყიდვების თვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების პროგნოზის ფორმირება.
- გაყიდვების პროგნოზის და კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა კომერციული განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
- კორპორატიული გაყიდვებისთვის სტრატეგიული კლიენტების განსაზღვრა და მათზე მორგებული კორპორატიული პაკეტის ფორმირება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერთან ერთად.
- კორპორატიული კლიენტებთან ხელშეკრულებების მუდმივი მონიტორინგი და საფასო პოლიტიკის გადახედვის უზრუნველყოფა.
- იურისტთან ერთად კორპორატიული ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება.
- სავაჭრო ობიექტებზე პერიოდული ვიზიტის განხორციელება და მოწესრიგებულობის, შიდა განლაგებების და პროდუქციის პლანოგრამების დაცვის უზრუნველყოფა.
- მაღაზიებში გაყიდვების ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მათ მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმის დასახვა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, გეგმის შესრულების კონტროლი.
- სავაჭრო ობიექტების მიმდინარე პრობლემების შეგროვება და მათ აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
საკვალლიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მათთან მომიჯნავე მიმართულებით.
- საცალო, კორპორატიული ან საბითუმო გაყიდვების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
- MS Office პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
რას მიიღებთ “ვილმარტში” დასაქმებით?
- მიიღებთ საინტერესო ბენეფიტების პაკეტს.
- თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამას, რაც მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი ატმოსფერო სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@willmart.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!