• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი

ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი

ზოგადი აღწერა

  • პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი
  • სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00)
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. #14ა
  • ანაზღაურება: 2500 - 3000  ლარი

ფუნქცია – მოვალეობები

  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიზნეს პროცედურების შემუშავება და მათი განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ისთვის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების და მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამოტივაციო სისტემის შექმნაში ჩართულობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად.
  • ბიზნესის მიზნებიდან და კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაქვემდებარებული განყოფილების მიმართულებით ანალიტიკის წარმოება და ანგარიშგება.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
  • კომპანიის ტექნიკური მოწყობილობების (კომპიუტერული და საბეჭდი ტექნიკა, ქსელური და საკომუნიკაციო მოწყობილობები), ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • კომპანიაში არსებული ციფრული ინფორმაციის დაცულ/უსაფრთხო სერვერზე შენახვის უზრუნველყოფა და სარეზერვო ასლების პერიოდული წარმოება.
  • კომპანიაში არსებული კომპიუტერული, ქსელური და საკომუნიკაციო მოწყობილობების პერიოდული ტექნიკური ან/და პროგრამული განახლება.
  • უახლესი/თანამედროვე და აუცილებელი პროგრამული ცვლილებების განხორციელება და კომპანიის მასშტაბით დანერგვა.
  • კომპანიის ვებ გვერდის, ჰოსტინგის, მონაცემთა ბაზებისა და მეილ სერვერის მართვა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობა, პროგრამაში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების შემუშავება და მომწოდებელი კომპანიისთვის მიწოდება.
  • კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში საჭირო ფუნქციონალის ჩამატებისა და სხვა IT პროექტების მართვა, შესაბამისი საპროექტო გუნდის დაკომპლექტება, ინფორმაციის კოოდრინირება და პროექტის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფა.
  • კომპანიის სააღრიცხვო პროგრამის მართვა, მასში გამოვლენილი პრობლემის/ხარვეზის შემთხვევაში ჩართულობა, ანალიზი და ხარვეზის აღმოფხრის უზრუნველყოფა.

საკვალლიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
  • Cisco-ს  სერტიფიკატის ქონა.
  • MS Office პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
  • Microsoft-ის სერტიფიკატის ქონა.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • სისტემურ ან ქსელურ ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

რას მიიღებთ “ვილმარტში” დასაქმებით?

  • მიიღებთ საინტერესო ბენეფიტების პაკეტს.
  • თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამას, რაც მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი ატმოსფერო სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@willmart.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip