• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

მპორტის მენეჯერი / ოფისის მენეჯერი

მპორტის მენეჯერი / ოფისის მენეჯერი

მოდისა და სილამაზის სფეროში ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია “NABU” აცხადებს ვაკანსია, მხოლოდ ქალბატონებისათვის ,  იმპორტის მენეჯერი/ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

** პოზიციის დასახელება: იმპორტის მენეჯერი/ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

** სამუშაო გრაფიკი: სრული 10.00 -19.00, კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება);

** ანაზღაურება მზარდი: პირველი თვე 2000 ლარი, შემდეგ ხელფასის ზრდა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;

** ჯამრთელობის დაზღვევა

** ოფისის ადგილმდებარეობა - ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს 

აუცილებელი მოთხოვნები:

** საქმიანი, ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება უცხოელ, ევროპელ პარტნიორებთან ინგლისურ ენაზე ;

** სასურველი ასაკი 35 წელი და ზემოთ;

** მინიმუ ერთ წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკისა და იმპორტის სფეროში;

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა - C1 Advanced, C2 Proficiency ან B1 Intermediate (წერა, კითხვა, საუბარი), სხვა შემთ ხვევაში გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს;

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Outlook, MS Word, Internet, MS Excel (აუცილებელია);

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;

** გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის მიღება/გაგზავნა;

** უცხოელ (ევროპელ და ამერიკელ) მომწოდებლებთან წერილობითი და სატელეფონო    კომუნიკაცია;

** დოკუმენტაციის კონტროლი და შესაბამის პირთან გადამისამართება (საბაჟო დოკუმენტაცია,   

ინვოისები);

** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;

** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კონტროლი;

** საოფისე მარაგების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, საოფისე ინვენტარის შევსებაზე ზრუნვა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;

** პუნქტუალურობა;

** ორგანიზებულობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@itc.ge  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip