• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

აუდიტი ბათუმში

აუდიტი ბათუმში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში:

პოზიციის დასახელება: აუდიტი

 სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20

სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე. 

ანაზღაურება: მინიმალური ხელფასი 2500 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
** აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
** რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
** გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
** დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
** წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება:
** პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
** სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა:
** სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
** კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
** არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;

** ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებისა და ექსელის (Vlookup, Hlookup, Lookup, indirect, match.) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე :: hr@bermeli.ge  

სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიი სდასახელება განცხადებაში მითითებული პოზიციის დასახელების მიხედვით - მთავარი ბუღალტერი ან ბუღალტერი

საკონტაქტო ინფორმაცია:   +995 568 700 300

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip