• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ბარისტა / კონსულტანტი

ბარისტა / კონსულტანტი

ვიჩევერსა გახლავთ SCAE ევროპის სპეციალური ყავის ასოციაციის წევრი და ფლობს ასოციაციის პროფესიონალური დონის  დიპლომებსა და სერთიფიკატებს,

ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობას შევთავაზოთ  აკადემიური ცოდნით დამზადებული ყავის სასმისები და ყავის მარცვლების მრავალფეროვანი არჩევანი.

ვიჩევერსა აცხადებს ვაკანსიას ბარისტა/კონსულტანტის პოზიციაზე.

  • არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და ევროპული დონის უნარჩვევებს რადგან ჩვენ თვითონ გასწავლით და მიიღებთ მონაწილეობას ინდივიდუალურ სასწავლო  პროგრამებში
  • ჩვენთან მუშაობა საინტერესო,  სახალისო და შემეცნებითია.
  • ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს და გაიცნობ საინტერესო ადამიანებს,
  • ჩვენთან ისწავლი რეალურად პროფესიონალური ყავის სასმისების დამზადებას, ლატე-არტის საწყისებს და  ესპრესსო დანადგარების ტექნიკურ მხარეს.
  • ჩვენთან აუცილებელია ყავის სიყვარული და ღიმილი.

რას გთავაზობთ ?

თუ გიყვარს ყავის სასმისები და მოგწონს ბარისტას ხელოვნება მაშინ:

შესაძლებლობას მოგცემთ შეისწავლოთ შემდეგი კურსები ნაბიჯ-ნაბიჯ:

  • Barista Skills Foundation, Sensory Skills Foundation, Technical Skills Foundation, შემდეგ კი  Latte Art Foundation
  • მოცემული დონის შესწავლისა და პრაქტიკის შემდეგ გადახვალ Intermadiate დონეზე    
  • თქვენს გონსა და უნარ ჩვევებზეა დამოკიდებული განვითარება და კარიერული წინსვლა.
  • ჩვენ გთავაზობთ მინიმუმ ერთ წლიან მოქნილ სამუშაო ცვლას  და ასევე შესაძლებელია სწავლისა და მუშაობის შეთავსება წინასწარ დაგეგმილი ცვლის მიხედვით.
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას ნებისმიერ ჩვენს პროდუქტზე.

მზარდ ანაზღაურებას .

7 -8 საათიანი ცვლა და 1-2 დღე დასვენება.

საწყისი დონის ანაზღაურება გახლავთ: საათში 3,5 ლარი ანუ  ცვლაში 24,5 ლარი და თიფი  ( თუ მუშაობ 26 დღე მაშინ მიიღებთ 637 ლარს)

შემდეგი დონის ანაზღაურება გახლავთ : საათში 4 ლარი ანუ  ცვლაში 28 ლარი და თიფი  ( თუ მუშაობ 26 დღე მაშინ მიიღებთ 728 ლარს)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: 2016viceversa@gmail.com 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595286868

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip