• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

უსაფრთხოების სპეციალისტი

უსაფრთხოების სპეციალისტი

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  „ბერმელი“ აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის  პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა
  • მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის საფუძველზე
  •  საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
  • ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა
  • ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევების მოძიება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში
  • მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების  საკითხების დეტალური ტექნიკური ცოდნა
  • უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის: ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS), ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია, 
  • ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების, უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან მუშაობის გამოცდილება
  • უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა
  • კანდიდატი გაცნობიერებული უნდა  იყოს ვებ  ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან დაკავშირებულ პროტოკოლებთან

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.

ანაზღაურება:  კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით .

აგრეთვე პროფესიული ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგე ლექტრონულ მისამართეზე:  hr@bermeli.ge 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილი.

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია: 568 700 300

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip