”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - მართვაში არსებული ქართული რესტორნებისთვის „ მეტეხის ჩრდილში“ და „ მასპინძელო ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (სერვისის თანამშრომელი) პოზიციაზე
სამუშაო პირობები :
სამუშაო ადგილი :
- რესტორანი „ მეტეხის ჩრდილში“ - ქ.თბილისი, ავლაბარი, ქეთევან დედოფლის #33
- რესტორანი „ მასპინძელო ექსპრესი“ - ქ.თბილისი, გ.ახვლედიანის #20
გრაფიკი : სამუშაო ცვლებში ; „მასპინძელო ექსპრესი“ ითვალისწინებს თვეში 4 ღამის ცვლასაც;
ანაზღაურება : გაიცემა თვეში ერთხელ, ნამუშევარი ცვლების ოდენობის მიხედვით
( დღიური ანაზღაურება დამოკიდებულია ობიექტსა და სამუშაო ცვლაზე , საშუალოდ 40-80 ლარი )
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მომსახურების სანიმუშო მანერები;
- გამართული მეტყველება;
- კეთილგანწყობილი;
- გუნდური მუშაობის უნარი ;
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
- სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
- სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
- კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
- სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
- სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
- სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
- სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება);
ჩვენთან მუშაობით თქვენ შეიძენთ საუკეთესო გუნდს! საუკეთესო გამოცდილებას და საუკეთესო შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის !
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge 2023 წლის 09 იანვრამდე; გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „მიმტანი“.