• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

პრეპარატების რეგისტრაციის მენეჯერი

პრეპარატების რეგისტრაციის მენეჯერი

ფარმაცევტული საწარმო  შპს „ავერსი რაციონალი“,  რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის  მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ:

პრეპარატების რეგისტრაციის მენეჯერს

რომელსაც შეუძლია;

  1. პრეპარატების სარეგისტრაციო ფაილების მომზადება.
  2. სარეგისტრაციო დოსიეს და წამლის ინსტრუქციის შედგენა, ცვლილების განხორციელება არსებული საკანონმდებლო წესის შესაბამისად.
  3. წამლის რეგისტრაციისთვის საჭირო მეცნიერულ-ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურად, რუსულად ან/და ქართულად.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

  1. უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექიმი, ფარმაცევტი).
  2. უცხო ენების (ინგლისური და რუსული) სრულყოფილი ცოდნა
  3. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  4. სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში

მის: ლილო, დ. კობახიძის 33ა, ყოფ. ჭირნახულის ქ. # 14

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.rational.ge 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip