• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

იურისტი ქ. თბილისში

იურისტი ქ. თბილისში

შპს მისო "ბერმელი " აცხადებს  ვაკანსიას იურისტის   პოზიციაზე  ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
  • კომპანიისთანამშრომლებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი  იურიდიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”)

პიროვნული თვისებები: 

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
     
    სამუშაოპირობები:
  • სამუშაო საათებია: 09:20-18:20 სთ, შაბათი 09:20-14:00
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება - 1250  ლარი     +  საბონუსე  სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge  

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მობილური:    568 700 300

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip