• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

გაყიდვების წარმომადგენლი

გაყიდვების წარმომადგენლი

სადისტრიბუციო კომპანია ,,ტრეიდ პარტნერი“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

შრომითი ანაზღაურება: 1800 ლარი

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
  • პროდუქციის სწორი პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება
  • სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი
  • ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • ქსელში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი
  • ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
  • კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
  • ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქიმიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირეტესობად
  • მერჩენდაიზერად ან პრომოდ მუშაობის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მართვის მოწმობა-B კატეგორია
  • უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს

პროფესიული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • მაღალი პასუხიმგებლობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • დავალებების სწორად გადანაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე  career@tradepartner.ge    და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების წარმომადგენელი) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია ,,ტრეიდ პარტნერიმ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip