ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
** აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
** რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
** გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
** დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
** წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება:
** პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
** სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა:
** სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
** კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
** არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებისა და ექსელის (Vlookup, Hlookup, Lookup, indirect, match.) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართეზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუო ადგილი.
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ივლისი.
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია: 568 700 300