ა(ა)იპ “მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას
წევრებთან ურთიერთობის კოორდინატორზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბაღდათში.
გრაფიკი: მოქნილი
ლოკაცია: იმერეთის რეგიონი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ შესახებ:
ა(ა)იპ „მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი“ (შემდგომში - HTDC ან
ორგანიზაცია) ოფიციალურად დაარსდა 2022 წლის 17 მარტს. ორგანიზაციის
დამფუძნებელი წევრი არის შპს „იმერეთის აგრო ზონა“.
HTDC წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს. ორგანიზაციაში არსებობს წევრების ოთხი კლასი: ა)
დამფუძნებელი; ბ) A“ კლასის წევრები; გ) „B“ კლასის წევრები; და დ) „C“ კლასის
წევრები.
A კლასის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი,
რომელიც ახორციელებს აგრო პროდუქტის, სასათბურე და აგრარული
ტექნოლოგიების და/ან ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებული ნებისმიერი
პროდუქტის/მომსახურებების მიწოდებას, სურს მონაწილეობა მიიღოს
ორგანიზაციის საქმიანობაში.
B კლასის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი (მათ
შორის ფერმერი), რომელსაც განზრახული აქვს, მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის
საქმიანობაში და მფლობელობაში ან/და საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაიმე საწევრო შენატანის გადახდის გარეშე.
C კლასის წევრები შესაძლოა იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტები, პროფესიული
სწავლების ცენტრები და აკადემიური სფეროს სხვა წარმომადგენლები.
(გთხოვთ დამატებით ინფორმაციას გაეცნოთ HTDC-ის ვებ გვერდზე:
www.HTDC.edu.ge და სოციალურ გვერდებზე : HTDC Linkedin , HTDC Facebook.)
ჩვენი მიზნები და ამოცანები:
ორგანიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო და სადემონსტრაციო ცენტრს
აგრარულ დარგში, რომლის მიზნებიც მოიცავს:
ფერმერთა ცოდნისა და უნარების ამაღლებას;
ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და
წარმოების საშუალებების ეფექტურობის გაზრდას;
ფერმერთათვის სასათბურე და სხვა აგრარული ტექნოლოგიების
მომწოდებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას;
ფერმერთათვის აგრო პროდუქტების სხვადასხვა მომწოდებლებზე
ხელმისაწვდომობის გაზრდას;
ფერმერთათვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ საკონსულტაციო მომსახურებაზე;
ფერმერთათვის იურიდიულ და/ან ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობის გაზრდას;
სხვადასხვა სასათბურე და აგრარული ტექნოლოგიების და აგრო
პროდუქტების მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების
პროდუქციის დემონსტრირების ხელშეწყობას;
სხვადასხვა სასათბურე და აგრარული ტექნოლოგიებისა და აგრო
პროდუქტების მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების
გაყიდვების პერსონალისა და დისტრიბუტორების სწავლებას/ გადამზადებსა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პირისპირ შეხვედრების საშუალებით უზრუნველყოს მჭიდრო ურთიერთობა
B კლასის პოტენციურ და ამჟამინდელ წევრებთან, როგორც ბაღდათის
მუნიციპალიტეტში ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მიაწოდოს მათ
ინფორმაცია HTDC მისიის, როლისა და ფუნქციების შესახებ, წევრებისგან
მოისმინოს მათი მოლოდინები და მოახდინოს მათი გაწევრიანება HTDC-ში
ორგანიზაციის საწევრო დეკლარაციის შევსებით;
შეიმუშაოს B კლასის წევრების მონაცემთა ბაზა მათი პრიორიტეტული
საჭიროებების/თემების მიხედვით, რომლებიც წარედგინება HTDC-ს
მენეჯმენტს და მის აღმასრულებელ საბჭოს შემდგომი ქმედებებისთვის;
უზრუნველყოს B კლასის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება
საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების დაწესებულებებისა და
უნივერსიტეტების შესახებ (C კლასის წევრები);
HTDC-ის მენეჯმენტთან ერთად უზრუნველყოს C კლასის წევრების მიერ
პირისპირ კონსულტაციების გაწევა B კლასის წევრებისთვის მათთვის
პრიორიტეტულ თემებზე;
HTDC-ის მენეჯმენტთან ერთად უზრუნველყოს A კლასის წევრების მიერ B
წევრებისთვის ინფორმაციის და კონსულტაციების მიწოდება მათთვის
საინტერესო საკითხებზე;
HTDC-ის მენეჯმენტთან ერთად A, B, და C კლასის წევრებისთვის /მოთხოვნის
მიწოდებაზე დაფუძნებული შეხვედრების/სემინარების ორგანიზება, რაც
უზრუნველყოფს წევრებს შორის ინფორმაციის, გამოცდილების და
მოლოდინების გაზიარებას;
უზრუნველყოს საკომუნიკაციო მასალების (ბუკლეტები, ლიფლეტები და ა.შ.)
შემუშავება, HTDC-ის მენეჯმენტთან შეთანხება მასალის დიზაინის და
ინფორმაციის შემდგომში მისი გავრცელების მიზნით;
B კლასის წევრების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი და საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტების, სახელმწიფო გრანტებისა და იაფი სესხების,
ასევე DA-ების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება აგრონომიული ან სოფლის მეურნეობის სხვა
მიმართულებით;
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იმერეთის რეგიონში მესათბურე
ფერმერებთან თანამშრომლობის;
იმერეთი რეგიონში მესათბურე ფერმერების პრობლემების სიღრმისეული
ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, როგორც სახელმწიფო ასევე
ადგილობრივ არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში
ჩაითვლება უპირატესობად;
საველე პირობებში მუშაობის უნარი;
უნდა ფლობდეს B ან/და B/B1 კატეგორიის მართვის მოწმობას;
სრულყოფილად უნდა ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
დამატებითი უნარ-ჩვევები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული
უნარები;
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
დროის სწორად განაწილების უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე:
giorgi.chkuaseli@htdc.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
,,წევრებთან ურთიერთობის კოორდინატორის“.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან
გასაუბრების საფუძველზე.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.
HTDC-ის ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით
დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: ყველა პირი თანაბრად განიხილება თანამდებობაზე, განურჩევლად მათი
რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების,
წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების
სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის,
შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური,
საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის,
პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს
ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან
მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.