• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

მაღაზიის კონსულტანტი

მაღაზიის კონსულტანტი

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი:  სს” ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება:  მაღაზიის კონსულტანტი

ადგილმდებარეობა:  თელავი, საგარეჯო, გორი, ხაშური, ახალციხე, ზუგდიდი, ოზურეგთი, ფოთი

დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი, დროებითი ( 1-2 თვე)

შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
  • ახალი მოდელების შესწავლა
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • მიზანსწრაფულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: eejobs@elitelectronics.ge   გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip