• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

კატეგორიის მენეჯერი

კატეგორიის მენეჯერი

სუპერმარკეტების ქსელი ,,დეილი“, რომელიც 5 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს  და მუდმივად ვითარდება, აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივი ბაზრის კვლევა
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შერჩეული სიახლეების დამუშავება
** მომგებიანობის, გაყიდვიანობის და მარჟების ანალიზი-რეპორტინგი
** პროდუქციის/კატეგორიის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა და განხორციელება.

** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების აწყობა და (არსებულებთან) გამყარება.
** პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
** პროდუქციის/კატეგორიების ოპტიმალური პოზიციონირება გაყიდვების მაქსიმიზაციისათვის.

** კონკურენტების ანალიზი, საფასო პოლიტიკისა და კამპანიების დაგეგმვა.

** ტენდენციების პროგნოზი და გაყიდვების დაგეგმვა.

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა /დამუშავება;

** სხვადასხვა რეპორტების მომზადება , მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსური/ეკონომიკური განხრით);
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური/დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • რისკების შეფასება-ანალიზის უნარი;
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი 10:00-19:00

სამუშაო ადგილი: თბილისი (განიხილება ქუთაისიც)

ვაკანტური ადგლი: 1

ანაზღაურება: შეთანხმებით

შენიშვნა: სამუშაო პროცესში პროფესიულ ზრდასთან ერთად გადაიხედება ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:   hr@daily.ge   2022 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
ვაკანსიები